Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

International Scientific Conference "Impact of Western Law on Eastern Countries (in Historical and Contemporary Context)"

ა/წ 28 ივლისს, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დასავლური სამართლის გავლენა აღმოსავლეთის ქვეყნებზე (ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში)“.

 

 

ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ: თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ბესარიონ ზოიძე (თემა: „დასავლური სამართლის გავლენა ქართულ სამართალზე (უპირატესად, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით): ისტორიული და თანამედროვე მდგომარეობა“); თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის წევრი, დოქტ. გიორგი ამირანაშვილი (თემა: „რბილი სამართლის ევროპული ინსტრუმენტების გავლენა აზიური სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებზე (PACL)“).

 

 

ასევე, კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს შემდეგმა ევროპელმა და აზიელმა მკვლევრებმა: პროფ. ანდრე იანსენი, რედბაუდის უნივერსიტეტი, ნეიმეგენი, ნიდერლანდების სამეფო (თემა: „დასავლური ხედვა ჩინეთის ახალ სამოქალაქო კოდექსზე“); ასისტ.-პროფ. სერკან ქაია, LL.M., ბოსფორის უნივერსიტეტი, სტამბოლი, თურქეთის რესპუბლიკა (თემა: „როგორი გავლენა მოახდინა თურქეთის სამოქალაქო საპროცესო სამართალზე ევროკავშირის კანონმდებლობამ“); ჯუნ ჟენგი, Dr. iur., ფრიბურგის უნივერსიტეტი/თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, MEI & HAO Sàrl, ფრიბურგი, შვეიცარიის კონფედერაცია (თემა: „დასავლეთის საარბიტრაჟო რეგულაციების გავლენა ახალ ცვლილებებზე ჩინეთის საარბიტრაჟო კანონმდებლობაში“); ასისტ.-პროფ. პრაბჰპრეეტ სინგჰი, მანიპალის უნივერსიტეტი ჯაიპური, ინდოეთის რესპუბლიკა (თემა: „კონსტიტუციური ღირებულებების დაცვა სათანადო პროცესის გზით: სათანადო პროცესის განვითარების ანალიზი ინდოეთსა და აშშ-ში“).

 

 

კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში. ღონისძიების მხარდამჭერი და მასპინძელი იყო ალტე უნივერსიტეტი.